საქართველოს ეკლესიის საქმიანობას დადებითად 64% აფასებს - NDI

საქართველო, თბილისი - 11:57 | 19.09.2019
ნანახია: 614

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას დადებითად 64% აფასებს.

ეკლესიის საქმიანობას საშუალოდ 20% აფასებს, ცუდად კი 5 %. გამოკითხულთა 11%-მა არ იცის როგორ შეაფასოს ეკლესიის საქმიანობა.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), მასში 2 131 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება არის 1, 7 %.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე