”ისლამური სახელმწიფო” ჰეროინის ტრანზიტის შედეგად წელიწადში 500 მლნ დოლარს გამოიმუშავებს

საქართველო, თბილისი - 14:21 | 22.12.2015
ნანახია: 2043

”ისლამური სახელმწიფო” ავღანეთიდან ჰეროინის ტრანზიტის შედეგად წელიწადში 500 მლნ დოლარს გამოიმუშავებს. როგორც ”ინტერფაქსი” იუწყება, ამის შესახებ რუსეთის ნარკოტიკების კონტროლის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ვიქტორ ივანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ტერორისტები აქტიურად არიან ჩართულნი ნარკოტიკებით ვაჭრობაში. როგორც ივანოვი აღნიშნავს, მებრძოლების მიერ კონტრილირებად ტერიტორიაზე ნარკოტიკების შეტანისა და გამოტანის ფასი განსხვავდება, რის გამოც ტერორისტები უდიდეს მოგებას ნახულობენ.

”ისლამური სახელმწიფოსთვის” ძირითად შემოსავალს ნავთობით ვაჭრობა წარმოადგენს. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წელს ისლამისტებმა ნავთობპროდუქტების კონტრაბანდიდან 500 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღეს. სხვადასხვა მონაცემებით ტერორისტები დღეში 25-დან 40 ათასამდე ბარელ ნავთობს მოიპოვებენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე