სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას დადებითად 12% აფასებს, ცუდად კი 40% - NDI

საქართველო, თბილისი - 11:23 | 19.09.2019
ნანახია: 702

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კარგად აფასებს 12 პროცენტი, საშუალოდ 36 პროცენტი, ხოლო ცუდად აფასებს 40 პროცენტი.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), მასში 2 131 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება არის 1, 7 %.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე