ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ფერნანდო რიქსენი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 16:41 | 18.09.2019
ნანახია: 1191

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ფერნანდო რიქსენი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით იყო დაავადებული, 18 სექტემბერს დილით, შოტლანდიაში გარდაიცვალა, სადაც მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გადიოდა.

ფერნანდო რიქსენი თავის დროზე შოთა არველაძესთან ერთად „გლაზგო რეინჯერსში” თამაშობდა.

რიქსენს დიაგნოზი 2013 წელს დაუსვეს. ცენტრალური ნერვული სისტემის ეს დაავადება ამ დროისთვის განუკურნებელია, მისი გამოვლენიდან სიცოცხლის ხანგრძლივობა კი, როგორც წესი, 3-5 წლით განისაზღვრება.

ბოლო დროს რიქსენს დაკარგული ჰქონდა მეტყველების უნარი, ახლობლებთან ურთიერთობას კი კომპიუტერის მეშვეობით ახერხებდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე