ვენეციაში ტურისტები გაშიშვლების გამო 3 ათასი ევროთი დააჯარიმეს

საქართველო, თბილისი - 16:25 | 18.09.2019
ნანახია: 113

ვენეციაში ორი ტურისტი 3 ათასი ევროთი იმის გამო დააჯარიმეს, რომ ისინი შიშვლები ბანაობდნენ. CNN-ის ცნობით, ჩეხი ტურისტები მოულოდნელად გაშიშვლდნენ და წყალში გადაეშვნენ. ინციდენტი სან-მარკოს მოედნის სიახლოვეს მოხდა.

პოლიციელების ყურადღება გამვლელების ყვირილმა მიიპყრო, რომლებმაც წყალში შიშველი ადამიანები დაინახეს. სამართალდამცველებმა მამაკაცებს ნაპირზე გამოსვლა მოსთხოვეს და განყოფილებაში წაიყვანეს.

წესრიგის დამრღვევები ფეხბურთის გულშემატკივრები აღმოჩნდნენ, რომლებიც იტალიაში მილანის „ინტერისა“ და პრაღის „სლავიას“ მატჩის დასასწრებად ჩავიდნენ. მამაკაცებმა პოლიციას განუცხადეს, რომ ძალიან დასცხათ და ბანაობაც ამიტომ გადაწყვიტეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე