ატლანტის ოკეანეში ტროპიკული შტორმი „ჯერი“ ჩამოყალიბდა

საქართველო, თბილისი - 14:47 | 18.09.2019
ნანახია: 816

ტროპიკული შტორმი „ჯერი“ ატლანტის ოკეანის დასავლეთ ნაწილში ჩამოყალიბდა და ჩრდოლ-დასავლეთისკენ მიემართება. ამის შესახებ აშშ-ის ქარიშხლის კვლევის ეროვნული ცენტრი იუწყება.

სინოპტიკოსების მონაცემებით, ამ დროისათვის ის ლივარდის კუნძულებიდან 1545 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ქარის მაქსიმალური სიჩქარე საათში 75 კმ-ს შეადგენს. შტორმის მოძრაობის სიჩქარე საათში 20 კმ-ია.

ტროპიკულ შტორმს მაშინ ენიჭება სახელი, როდესაც მისი თანმხლები ქარის სიჩქარე საათში 62 კმ-ს აღწევს. შტორმი ქარიშხლად მაშინ გადაიქცევა, როდესაც ქარის სიჩქარე საათში 119 კმ-ს აღემატება.

 „ჯერი“ მიმდინრე სეზონზე მე-10 ატლანტიკური შტორმია. მანმდე აშშ-ში ქარიშხალ „ბარის“ ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ქარიშხალ „დორიანს“ კი ბაჰამის კუნძულებზე 50-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე