ინდოეთში სასაზღვრო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 11:57 | 22.12.2015
ნანახია: 1675

დელის აეროპორტთან ინდოეთის სასაზღვრო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.

Super King-ის ბორტზე სამი ოფიცერი და შვიდი ტექნიკური თანამშრომელი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ქალაქ რანჩში მიემართებოდა. კატასტროფა იმ დროს მოხდა, როდესაც თვითმფრინავი სიმაღლეს ავითარებდა.

ტელეარხ NDTV-ის ინფორმაციით, ინციდენტის ადგილზე მივიდნენ ინდოეთის შინაგან საქმეთა და სამოქალაქო ავიაციის მინისტრები.

ტელეარხის ცნობით, მსგავსი თვითმფრინავები მაღალჩინოსნებსა და მინისტრებს ემსახურებიან.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე