შეწყალების თემა უნდა დარეგულირდეს - გია ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 13:12 | 17.09.2019
ნანახია: 656

ამ თემაზე შეკითხვა მაქვს და ვფიქრობ, რომ ამ სფეროს დარეგულირება მალე უნდა მოხდეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკიმ პრეიდენტის მიერ დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული პირის შეწყალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხაზე.

მისი თქმით, სანამ პრინციები არ ჩამოყალიბდება, შეცდომებისგან, გადაცდომებისგან, არასწორი გადაწყვეტილებებისგან არავინ არის დაზღვეული.

„ზოგადად, შეწყალება კარგი ფაქტია, მაგრამ წარმომიდგენია ისეთი ადამიანის შეწყალება, რომელიც მუხლებზე არის დაცემული, შეწყალებას ითხოვს, მონანიებული აქვს ყველაფერი და ამის გარდა, დაზარალებული მხარეც წინააღმდეგი არ არის, რომ შეწყალება მოხდეს. მხედველობაში მაქვს მძიმე დანაშაულებები, მძიმე, რომელიც ლეტალურ შედეგთან არ არის დაკავშირებული. ამ თემაზე შეკითხვა მაქვს და ვფიქრობ, რომ ამ სფეროს დარეგულირება მალე უნდა მოხდეს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. დავით ოთხმეზური პეკინის გამზირისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთასთან 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს.

ასლან ბეჟანიძე პოლიციამ 12-წლიანი ძებნის შემდეგ, 2016 წლის 26 მარტს დააკავა, თუმცა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მაშინ ბრალდებული გაამართლეს.

მოგვიანებით, 2018 წლის 2 მარტს ასლან ბეჟანიძე კვლავ დააკავეს. ამავე წლის 29 მარტს კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, მას განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე