განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პირის შეწყალება ჩემთვის მიუღებელია – ანრი ოხანაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:22 | 17.09.2019
ნანახია: 720

განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პირის შეწყალება ჩემთვის მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა  პრეზიდენტის მიერ დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკა განხორციელდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ორგანოში იყოს ერთიანი სტანდარტი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით და იმედ ი გამოთქვა, რომ ამ პროცესში პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩაერთვება.

„იმისთვის, რომ ქვეყანაში ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკა განხორციელდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ორგანოში იყოს ერთიანი სტანდარტი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომ კოორდინაცია იყოს უკეთესი და არ მივიღოთ შედეგი, როდესაც განხრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პირი შეიძლება, შეწყალებული იყოს. ამ მიმართულებით არის სამუშაო. იმედი მაქვს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩაერთვება. მათ აქვთ სურვილი, რომ ამ მიმართულებით იმუშაონ, იმედი მაქვს, ამ მიმართულებით ვიმუშავებთ და ძალიან მალე კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რათა მსგავსი შედეგები არ დადგეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე