SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 18:33 | 16.09.2019 ნანახია: 1268ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. არტისტი არ იყენებს შავ-თეთრ კონტრასტებს, რომლებიც სხვადასხვა ტონს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავდნენ. „პირიქით, ნიუანსების დიდსულოვანი რიგი და მისი ბუნდოვანი კონტურები თვალს სინათლისა და სიბნელის, სიზმრისეულისა და რეალობის ზღვარზე მდებარე შუალედურ სამყაროში შეღწევის შესაძლებლობას ანიჭებენ“,- ასე აფასებს გამოფენის კურატორი, კატრინ ტისო კოკა რამიშვილის შემოქმედებას.
SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო, რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო სამი გამოფენა. კოკა რამიშვილის „სინათლის მანქანები“ კი რიგით მეოთხე გამოფენაა. ყოველი გამოფენის შემდეგ SOLO -სა და Erti Gallery-ს პარტნიორობის ფარგლებში გამოიცემა წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან. Erti Gallery-ს და SOLO-ს ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს. დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ.
SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო. ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების მიზნით სოლო ლაუნჯებში გამოიფინება.
პოლიტიკა
- შენგენის ზონაში თუ გადავადგილდებით უვიზოდ, აშშ-ში რა პრობლემაა? ცალმხრივი გამიგია მიჯნურობა, პარტნიორობა და მეგობრობა არის ორმხრივი - ბექა ოდიშარია
- „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული „ლელოს“ მიმართ, რადგან „ლელოს“ მზარდი რეიტინგი და პოპულარობა აქვს საქართველოში - დავით უსუფაშვილი
- ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამპყრობელმა უკვე მეხუთედ იყარა კენჭი, რომელს გეყოფათ გამბედაობა შეაფასოთ არის თუ არა ლეგიტიმური პუტინი, როგორც რუსეთის პრეზიდენტი? - ეკა ხერხეულიძე „ქართულ ოცნებას“
- იქნებ ვინმემ გვიპასუხოს, რატომ არის საქართველოში სურსათი უფრო ძვირი, ვიდრე მეზობელ ქვეყანაში?! - პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“
საზოგადოება
- „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა მიმდინარე წელს მეთერთმეტედ გაიმართება
- 15 მარტს დღის ბოლოდან 18 მარტამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში მოთოვს
- „თეგეტა აკადემიამ“ ბათუმის წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
- შესაძლოა, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლება სრულად დისტანციური გახდეს
მსოფლიო
- ჩვენი გზავნილი ნათელია, აშშ არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებას - ლოიდ ოსტინი
- მოლდოვამ, დნესტრისპირეთში „არჩევნების“ ორგანიზების გამო, რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
- ჩინეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
- ოდესაზე რუსი ოკუპანტების იერიშის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 46 დაშავდა
კონფლიქტები
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
- სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან, ამას შეფასება ვერ მოჰყვება, რადგან არ შედის იმ ტიპის საკითხებში, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს - ლევან იოსელიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
სპორტი
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა
- ლიონელ მესი ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა
- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა და თბილისის თასის გამარჯვებული გახდა
- რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს, ბოდიში და მადლობა…დავბრუნდებით უფრო ძლიერები - ხვიჩა კვარაცხელია