თქვენ გელით საკუთარი მშობლებისა და ბებია-ბაბუას მიერ შექმნილი ჯოჯოხეთის გავლა - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პირველკლასელებს

საქართველო, თბილისი - 12:44 | 16.09.2019
ნანახია: 981

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოში სასწავლო პროცესის დაწყებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ვუსამძიმრებ პირველკლასელების აბსოლუტურ უმრავლესობას მრავალწლიან ციხეში მოხვედრის გამო

თქვენ გელით საკუთარი მშობლების და ბებია-ბაბუას მიერ შექმნილი ჯოჯხეთის გავლა, სადაც:

- დაგამცირებენ
- მოგექცევიან როგორც მონებს
- დაგაზეპირებინებენ სრულიად გამოუსადეგარ ზღვა ინფორმაციას
- არ მოგცემენ განვითარების შესაძლებლობას იმ მიმართულებებით, რომლებიც გაინტერესებთ
- გასწავლიან ფარისევლობას
- დაგაკარგვინებენ აზროვნების უნარს
- შეგაზიზღებენ სწავლას და ფიქრს
- შეგაზიზღებენ დილით გაღვიძებას
- საბოლოო ჯამში გაგწირავენ წარუმატებლობისთვის და სიღარიბისთვის

და ამ ყველაფერს თავად თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუა დააფინანსებენ. ბოდიში რომ ჯერ კიდევ ვერ შევძელით თქვენი დახსნა", - წერს ჯაფარიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე