რაღა დროს დიქტატურაა 21-ე საუკუნეში, დებილობაა - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:50 | 16.09.2019
ნანახია: 749

პოლიტიკური ხელისუფლება ძალიან პირობითი რაღაცაა, თანამედროვე მსოფლიოში, სინამდვილეში დიქტატორები კიდევ შემორჩნენ, ერთი მათგანი საქართველოშიცაა, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ოდესაში ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

მისი თქმით, რაღა დროს დიქტატურაა 21-ე საუკუნეში?

“წარმოიდგინეთ, აშშ-ში არის სამი ოდესაში, მათ შორის ერთი ოდესა ტეხასში, არის ამ ოდესაზე დიდი. ინგლისში ყველაზე მდიდარი ადამიანი არის ოდესიდან, ამერიკაში მერის მოადგილე იყო ოდესელი. დღესდღეობით, გამოკითხვებით, ოდესაში მე ვარ ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი, ესეც ბევრს მეტყველებს ამ ქალაქზე. პოლიტიკური ხელისუფლება ძალიან პირობითი რაღაცაა, თანამედროვე მსოფლიოში, სინამდვილეში დიქტატორები კიდევ შემორჩნენ, ერთი მათგანი საქართველოშიცაა. მაგრამ საბოლოო ჯამში მაგარი დებილობაა, რაღა დროს დიქტატურაა 21-ე საუკუნეში?!” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე