მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი უვნებლად ამოიყვანეს

საქართველო, თბილისი - 16:16 | 13.09.2019
ნანახია: 733

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი იყო ძაღლი და უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდა. ძაღლი თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და მაშველთა დახმარება ითხოვეს.

შეტყობინების მიღებისთანავე, დასახმარებლად გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს წყალზე სამაშველო ჯგუფი.

მაშველებმა მოტონავის საშუალებით ძაღლი წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს. ოთხფეხა მეგობარი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე