სალომე ზურაბიშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 14:48 | 13.09.2019
ნანახია: 697

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მედლინ მუნის და ნატოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო - ნატოს ურთიერთობების პროგრესის საკითხი განიხილეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ პროცესში საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებს და სალომე ზურაბიშვილს მედლინ მუნიმ საკუთარი შთაბეჭდილებები და ემოციები გაუზიარა დღეს ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან სტუმრობასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან განიხილა ასევე შიდაპოლიტიკური საკითხები, პრეზიდენტის ახალი ფუნქციები და ეკონომიკური პროექტები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე