დავით საგანელიძე სამუშაო ვიზიტით პეკინში იმყოფება

საქართველო, თბილისი - 11:35 | 22.12.2015
ნანახია: 1447

ქართული დელეგაცია დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით პეკინში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისა და ჩინეთის განვითარების ბანკის მენეჯმენტს შეხვდა. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს ჩინეთის საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან საუბარი ქონდა საქართველოში განვითარების კორპორაციის კონცეფციასა და სამომავლო გეგმებზე. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი ძინ ლიჩუნი მიესალმება დავით საგანელიძის წამოწყებას საქართველოში ფინანსური ინსტიტუტების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ამავდროულად მხარეებმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკში საქართველოსთან ამონაწილეობის საკითხზეც ისაუბრეს. პრეზიდენტ ჩუნის ინიციატივით დაჩქარდება ეკონომიკის სამინისტროდან რატიფიცირების წერილის გაგზავნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 
ჩინეთის  ექსპორტ-იმპორტის ბანკის პრეზიდენტის აღნიშვნით  ბოლო ორი წელიწადია, რაც საქართველოში აქტიურად დაიწყეს ჩინელმა მეწარმეებმა საქართველოში ინვსტირება. ისინი უშუალოდ ექსპორტ-იმპორტის ბანკის დახმარებით და მხარდაჭერით შედიან ქართულ ბაზარზე. შესაბამისად საინტერესო პროექტების შემთვევაში ბაკნი აუცილებლად განაგრძობს ინვესტორების დაფინანსებასა და მათთვის ხელისშეუწყობას.
ჩინეთის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორის განცხადებით კი, კონკრეტული პროექტების არსებობის შემთხვევაში , იქნება ეს ინფრასტრუქტურული , ენერგეტიკული თუ სხვა სახის , აუცილებლად აღმოუჩენს მხარდაჭერას იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში გადაწყვეტენ კაპიტალის დაბანდებას. განსაკუთრებით მათ, ვინც საპარტნიორო ფონდთან ითანამშრომლებენ. თავის მხრივ, განვითარების კორპორაციის დაარსების შემთხვევაში დირექტორიალის საბჭოზე განიხილავენ აქციათ  აპაკეტში თანამონაწილეობის საკითხსაც.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე