თეა წულუკიანი ვიცე-პრემიერი იქნება

საქართველო, თბილისი - 11:39 | 13.09.2019
ნანახია: 1365

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე დღეს ორი ვიცე-პრემიერი დაასახელა. გიორგი გახარიას განმარტებით, მინისტრთა კაბინეტში ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე იმუშავებენ ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

„პირველ რიგში, მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს კაბინეტში დაბრუნებულ მინისტრებს, ვახტანგ გომელაურს და ირაკლი ღარიბაშვილს. ჩვენ კაბინეტში გვეყოლება ორი ვიცე-პრემიერი, ეს გახლავთ მაია ცქიტიშვილი და თეა წულუკიანი. მოგეხსენებათ, რომ ეს ჩვენი გუნდის ძველი, გამოცდილი, ძლიერი წევრები არიან და დარწმუნებული ვარ, ეს გუნდს უფრო მეტად გააძლიერებს", -- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე გიორგი გახარიას თქმით, ამიერიდან მტავრობის სხდომები ყოველ ხუთშაბათს, 10:00 საათზე გაიმართება.

"დღეს ნდობის გამოცხადების შემდეგ პირველი კვირაა, ამიტომ შევხვდით პარასკევს, თუმცა მინდა, გითხრათ, რომ მთავრობის სხდომები იქნება ყოველ ხუთშაბათს,10:00 საათზე და ვფიქრობ, ეს ყველასთვის მოსახერხებელი იქნება, მათ შორის მედიისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, დღეს, 13 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის პირველი სხდომა მიმდინარეობს.

დღის წესრიგში შეტანილია 11 საკითხი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე