ბიჭი, რომელიც მხოლოდ ფასტფუდით იკვებებოდა, დაყრუვდა და დაბრმავდა

საქართველო, თბილისი - 15:32 | 03.09.2019
ნანახია: 1296

ინგლისის ქალაქ ბრისტოლში 19 წლის ბიჭი, რომელიც 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ჩიფსებით და ნახევარფაბრიკატებით იკვებებოდა, დაბრმავდა და დაყრუვდა. იუწყება Independent-ი.

ბიჭს შერჩევითი კვების აშლილობა (AFRID) აწუხებს. ამ დაავადების მქონე ადამიანები ხშირად იზღუდავენ საკვების არჩევანს, გაურბიან გარკვეული ტექსტურის, ფერისა და სუნის საკვების მიღებას.

ბიჭი 11 წლის ასაკიდან ჩიფსების, სოსისებისა და ნახევარფაბრიკატების გარდა არაფერს ჭამდა. 14 წლის ასაკში მოზარდმა სმენა დაკარგა, შემდეგ კი ვიტამინებისა და კვებითი ნივთიერებების ნაკლებობის გამო მხედველობაც დაუქვეითდა.

მისი ექიმის თქმით, ამ მომენტისთვის ბიჭი იმავე საკვების მიღებას განაგრძობს, თუმცა მისი რაციონი ვიტამინების დანამატების წყალობით გაუმჯობესდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე