ზუგდიდში სასმელი წყლით 10-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა

საქართველო, თბილისი - 14:04 | 02.09.2019
ნანახია: 104

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თეთრი გიორგის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებისას კანალიზაციის მილი გასკდა და ფეკალური მასა სასმელი წყლის ჭაში ჩაიღვარა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შედეგად მოწამლულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი.

მოწამლული ადამიანები ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

“თეთრი გიორგის ქუჩიდან შემოუვანის იქნა ერთი დაიგივე სიმპტომებით -გულის რევა, ფაღარათი, ცხელება და ზოგადი სისუსტით 6 ადამიანი. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ და პაციენტთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”-აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში.

წყარო: stv.ge




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე