საჯარო სამსახურში დასაქმების სანაცვლოდ 30 000 დოლარის მოთხოვნისთვის ერთი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:06 | 22.12.2015
ნანახია: 1706

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე მოქალაქე ოთარ გრიგალაშვილი დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს მოტყუებით დაჰპირდა საჯარო სამსახურში დასაქმებას, რის სანაცვლოდაც მოითხოვა 30 000 აშშ დოლარი. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული დააკავა მოთხოვნილი თანხის ნაწილის, 2 000 აშშ დოლარის აღების ფაქტზე.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე