წელს ოჯახში ძალადობის ნიადაგზე 2 მკვლელობა მოხდა

საქართველო, თბილისი - 16:48 | 25.09.2015
ნანახია: 2032

2015 წელს ოჯახში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე 2 მკვლელობა მოხდა. შსს-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით, სულ ოჯახში ძალადობის 634 შემთხვევა მოხდა.

ამავე სტატისტიკით, ოჯახში ძალადობის ნიადაგზე მომხდარია ჯანმრთელობის დაზიანების - 4 და ძალადობის სხვა ფორმის - 84 შემთხვევა.

შსს-ის ინფორმაციით, სულ დევნა დაწყებულია 564 შემთხვევაზე. სასამართლომ კი პოლიციის მიერ გამოცემული 1828 შემაკავებელი ორდერები დაამტკიცა.

სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან 2182 შეხვედრა ჩატარდა.

ცნობისთვის, სტატისტიკური მონაცემები სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ოჯახში მომხდარი დანაშაულისთვის, რომელზეც პასუხისმგებლობა განისაზღვრა სსკ 11'-108, 11'-109, 11'-117, 11'-118, 11'-126', 126' მუხლებით.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე