შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ბრალდებულად სცნეს

საქართველო, თბილისი - 10:38 | 22.12.2015
ნანახია: 2435

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ბრალდებულად სცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის ოფიციალური წარდგინება ე.წ. მოდულის შენობაში მოხდა.
როგორც მაგდა პაპიძის ადვოკატმა, ხათუნა ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებული არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას და არ იცის რა მოხდა.
"ის ამბობს, რომ მისი მეუღლე და შვილი წავიდნენ სახლიდან. შემდეგ დააგვიანდათ. დაურეკა ტელეფონზე მეუღლეს, რომელსაც ტელეფონი გამორთული ჰქონდა და ამის შემდეგ დააპირა წასულიყო, ახლომახლო ხომ არ იყვნენ მისი მეუღლე და შვილი. სულ შემთხვევით ნახა სადარბაზოში ისინი. მაგდა პაპიძე ამბობს, რომ მის მეუღლეს შეეხო მხოლოდ გადარჩენის და დახმარების მიზნით", - განაცხადა ადვოკატმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე