მანანა კობახიძე ელისო კილაძის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართავს

საქართველო, თბილისი - 10:26 | 22.12.2015
ნანახია: 1616

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის ადვოკატი დავით ლანჩავა "ქრონიკა+"-ისა და ელისო კილაძის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. 
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ადვოკატი საქალაქო სასამართლოს დღეს, 11:00 საათზე მიმართავს.
მათივე ინფორმაციით, სარჩელის მიზანია დამტკიცდეს, რომ "ქრონიკა +"-ის მიერ საჯარო პირის, მანანა კობახიძის წინააღმდეგ გავრცელდა პატივისა და ღირსების შემლახველი, არასწორი, შეგნებული ცილისწამება, რომელიც მიმართული იყო საზოგადოების თვალში მისი დისკრედიტაციისკენ.
"სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხეს დაეკისრება ვალდებულება სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ", - აცხადებენ საქართველოს პარლამენტში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე