ნათია აბრამია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობს

საქართველო, თბილისი - 16:51 | 27.08.2019
ნანახია: 663

ჟურნალისტი ნათია აბრამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობს. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ნათია აბრამია არის მართვის ეფექტურობის სპეციალისტი. ამჟამად ნათია აბრამია კონსულტაციას უწევს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მოწვეული სპეციალისტის რანგში", - აღნიშნულია პრესრელიზში.

ნათია აბრამია ამ დრომდე დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა და მუშაობდა ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე (BBC).

ჟურნალისტი ნათია აბრამია ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილის მეუღლეა, რომელიც გუშინ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად წარადგინეს. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე