საქართველოში არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომელსაც მეგობრობა ჰქვია და ის ამ ხელისუფლებას არ ჰყავს - მამუკა ხაზარაძე

საქართველო, თბილისი - 14:41 | 27.08.2019
ნანახია: 824

საქართველოში არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომელსაც მეგობრობა ჰქვია, რომელიც ამ ხელისუფლებას არ ჰყავს. ჩვენ საქართველოსა და უცხოეთში ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს, – ამის შესახებ "თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ბადრი ჯაფარიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, უკვე ერთი წელია, ის სამსახურები, რომლის ხელფასებსაც ბიზნესმენები იხდიან, გამოყენებულია მათი პოლიტიკური დევნისთვის.

"ეს არის შიშის, დიდი პანიკის საფუძველი. ჩვენ ნამდვილად არ გვეშინია. გავაგრძელებთ ამას ყველაფერს. იცით, რომ ბიზნესმენისთვის ყველა ანგარიშის გაჩერება ნიშნავს, რომ ვერ მოვემსახურებით იმ ვალებს, იმ ადგილობრივ, უცხოურ საკრედიტო მომსახურებას ვერ განვახორციელებთ, საბანკო კრედიტებს ვერ მოვემსახურებით, რომლითაც დღემდე ვაფინანსებთ, ანაკლიის პორტს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მათი გაგებით ვერ დავაფინანსებთ მოძრაობას, პარტიას, რომლის დაფუძნების თარიღსაც ძალიან მალე შეგატყობინებთ.

არ გამოგივათ არაფერი, რადგან საქართველოში არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომელსაც მეგობრობა ჰქვია, რომელიც ამ ხელისუფლებას არ ჰყავს. ჩვენ საქართველოსა და უცხოეთში ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს. ისინი ბოლო დღეების განმავლობაში ყველანაირ მზადყოფნას გამოთქვამენ, რათა ის კურსი, რომელიც ავიღეთ და შევპირდით ქართველ ხალხს, რომ რეალობა, ეს მახინჯი, მიკერძოებული სახელმწიფო უნდა დასრულდეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე