ქვეყანაში სახელმწიფო სამსახურები გამოიყენება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად - ბადრი ჯაფარიძე

საქართველო, თბილისი - 14:39 | 27.08.2019
ნანახია: 644

ქვეყანაში სახელმწიფო სამსახურები გამოიყენება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად, - აცხადებს „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე. როგორც ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სახელმწიფო სტრუქტურები მისი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პოლიტიკური ნიშნით მოქმედებენ.

ჯაფარიძის თქმით, სახელმწიფო სტრუქტურების ქმედებები ემსახურება ერთ მიზანს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სახსრების ბლოკირება მოხდეს ბრიტანეთში.

„ეს მცდელობა, რომელიც განსაზღვრულია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ და რომლებიც აგრძელებენ სამწუხაროდ, პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას, ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩვენი კანონიერი სახსრების ბლოკირება მოხდეს ბრიტანეთში, ამისთვის გამზადებულია ყადაღის გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ დამტკიცებული. სასამართლოს იმის ნაცვლად, რომ გადაეხედა არის თუ არა რაიმე საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ფულადი სახსრები არის უკანონო, არის თუ არა მტკიცებულება და საფუძველი ამისთვის, ნაცვლად ამისა, პირდაპირ დაადასტურა ყადაღის მოთხოვნილება. ჩვენ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ბრიტანულ სამსახურებთან, მზად ვართ, თითოეული ჩვენი ფუნტის კანონიერება მათ დავუმტკიცოთ. ამავდროულად, გვინდა ჩვენი მეგობარი ქვეყნების სამსახურებს ვაცნობოთ, რომ დღეს, ჩვენს ქვეყენაში სახელმწიფო სამსახურები გამოიყენება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად. ამიტომ, მათ მიერ გადაგზავნილი მოთხოვნები ყოველთვის უნდა გადამოწმდეს საფუძვლიანობის და მიზნების მიმართებაში“,- განაცხადა ჯაფარიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე