ავსტრალიის სანაპიროსთან მაშველებმა დანიის პრინცი გადაარჩინეს

საქართველო, თბილისი - 10:17 | 22.12.2015
ნანახია: 1706

დანიის ტახტის მემკვიდრე, 10 წლის კრისტიანი ავსტრალიელმა მაშველებმა გადაარჩინეს. ტალღამ ის სერფინგის დაფიდან გადააგდო. ამჟამად პრინცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მაშველების თქმით, პრინცის სერფინგის დაფა ძლიერი დინების ქვეშ მოყვა.

ბიჭუნას მამამ, დანიის პრინცმა ფრედერიკმა შვილის გადარჩენისთვის მაშველებს მადლობა პირადად გადაუხადა.

დანიის სამეფო ოჯახი ავსტრალიაში ხშირად ისვენებს, რადგან ის ფრედერიკის მეუღლის - მერის სამშობლოა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე