თალიბებმა ავღანეთის სტრატეგიული ქალაქი სანგინი თითქმის მთლიანად დაიკავეს

საქართველო, თბილისი - 10:10 | 22.12.2015
ნანახია: 1660

ავღანეთში ჰელმანდის პროვინციის სტრატეგიულ ქალაქ სანგინზე კონტროლი თალიბებმა თითქმის მთლიანად დაამყარეს.

თალიბანის წარმომადგენლების თქმით, მათ ქალაქის დიდი ნაწილი და ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს.

ინფორმაცია ჰელმანდის პროვინციის ადგილობრივმა ხელისუფლებამაც დაადასტურა. როგორც პროვინციის გუბერნატორის მოადგილემ მოჰამედ იან რასულუარმა ”ფრანც პრესს” განუცხადა, ტერორისტების ხელში გადავიდა პოლიციის მთავარი სამმართველოს, ადგილობრივი ადმინისტრაციისა და დაზვერვის სამსახურის შენობები.

ავღანეთიდან შემაშფოთებელი ცნობების ფონზე დიდმა ბრიტანეთმა ჰელმანდში თავისი სამხედრო კონტიგენტი უკვე გაგზავნა.

როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მედიას განუცხადა, სამხედრო სპეციალისტები ”კემპ შორაბაკის” ავიაბაზაზე უკვე ჩავიდნენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე