სტუ-ს დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამების სია და დაფინანსებული ადგილების რაოდენობა ცნობილია

საქართველო, თბილისი - 13:27 | 23.08.2019
ნანახია: 114

უკვე ცნობილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ის პრიორიტეტული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დააფინანსა.

„2019-2020 სასწავლო წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის 2019 წლის 21 აგვისტოს N175/ნ ბრძანების შესაბამისად, დამტკიცდა 2019-2020 სასწავლო წელს პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების სია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: www.matsne.gov.ge ).

აღნიშნული ბრძანების თანახმად, სახელმწიფო დაფინანსება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 25-მა საბაკალავრო პროგრამამ მოიპოვა.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაფინანსებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალსადა ინფორმაციას სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობის შესახებ:

მშენებლობის საბაკალავრო პროგრამა - 460 ადგილი
ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა - 290 ადგილი
საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საბაკალავრო პროგრამა - 30 ადგილი
გეოინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი
სამთო და გეოინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა - 100 ადგილი
საინჟინრო გეოდეზიის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი
გეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 30 ადგილი
მეტალურგიის საბაკალავრო პროგრამა - 25 ადგილი
მასალათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა - 30 ადგილი
ქიმიის საბაკალავრო პროგრამა - 50 ადგილი
სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 30 ადგილი
მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 30 ადგილი
არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა - 110 ადგილი
ბიოსამედიცინო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა - 20 ადგილი
მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა - 50 ადგილი
საინჟინრო ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა - 100
მართვის სისტემების, ავტომატიზაციისა და ტესტ-ინჟინერინგის საბაკალავრო პროგრამა - 40 ადგილი
აგრარული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა - 50 ადგილი
სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა -130 ადგილი
სატყეო საქმის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი
აგროინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი
მევენახეობისა და ენოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 60 ადგილი
მეცხოველეობის საბაკალავრო პროგრამა - 20 ადგილი
აგრონომიის საბაკალავრო პროგრამა - 40 ადგილი
ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა - 13 ადგილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე