თბილისში, წყლის გამაცხელებლის აალების შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა

საქართველო, თბილისი - 11:29 | 20.08.2019
ნანახია: 658

საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლის აალების შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. შემთხვევა დღეს დიდ დიღომში მოხდა. წყლის გამაცხელებელი საცხოვრებელი ბინის აბაზანაში იყო დამონტაჟებული.

დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 240-ე მუხლით აღიძრა, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე