რუსთავი-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური გაძვირდა

საქართველო, თბილისი - 13:07 | 19.08.2019
ნანახია: 1395

რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11 მარშრუტიდან ექვსზე მგზავრობის ტარიფი 30 თეთრით გაიზარდა და 1,80 ლარი გახდა.

1,50 ლარის ნაცვლად ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროსადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროსადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ.

ძველი ტარიფი დარჩა რუსთავი-ძველი ბაზარი-მოსკოვის გამზირის; რუსთავი-ძველი ბაზარი-„ისთ ფოინთის“; რუსთავი-შარტავას გამზირი-ლილოს; რუსთავი-მეტალურგიული ქარხანა-გლდანის; რუსთავი-მე-19-ე მკ/რ-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებებზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე