ინდოეთში მუსონური წვიმების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 11:54 | 09.08.2019
ნანახია: 841

სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 22 ათასის ევაკუაცია გახდა საჭირო ინდოეთის კერალის შტატში, სადაც უკვე თვეზე მეტია მუსონური წვიმები არ წყდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შტატის ტერიტორიაზე გახსნილია 315 დროებითი თავშესაფარი, სადაც დაზარალებული რაიონების მცხოვრებლები გადაყავთ. მაშველების თქმით, ამ დროისათვის წყალდიდობამ კერალის შტატის უდიდესი ნაწილი მოიცვა. ოთხ რაიონში სადაც დასახლებები მთლიანად დატბორილია და გარე სამყაროსგან მოწყვეტილია, საფრთხის მაქსიმალური -წითელი დონეა გამოცხადებული.

ინდოეთის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში მუსონური წვიმები ივნისის ბოლოს დაიწყო. სპეციალისტების შეფასებით, მუსონური წვიმები, ინდოეთში, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი გახდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე