ყირგიზეთის ექსპრეზიდენტი 2-დღიანი შტურმის შემდეგ ძალოვანებს ჩაბარდა

საქართველო, თბილისი - 18:14 | 08.08.2019
ნანახია: 661

ყირგიზეთის ექსპრეზიდენტი ალმაზბექ ატამბაევი, 2-დღიანი შტურმის შემდეგ ძალოვანებს ჩაბარდა.

ყირგიზეთის სპეცსამსახურებმა გუშინ საღამოს ოპერაცია დაიწყეს ექსპრეზიდენტ ალმაზბექ ატამბაევის დასაკავებლად, მის რეზიდენციაში, სოფელ კოი-ტაშში, რომელიც დედაქალაქიდან 20 კმ-ის დაშორებით მდებარეობდა. მათ ყოფილი პრეზიდენტის მომხრეების წინააღმდეგ, რომლებიც რეზიდენციასთან იყვნენ შეკრებილნი, რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ატამბაევის მომხრეებმა კი მათ ცეცხლი გაუხსნეს.

შეტაკების შედეგად 80 ადამიანი დაშავდა, ერთი კი დაიღუპა.

საპარლამენტო პარტია სოციალ-დემოკრატების ლიდერმა ატამბაევმა 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლება თავის მემკვიდრეს და უახლოეს თანამოაზრეს სოორონბაი ჟეენბეკოვს გადასცა. თუმცა მაელვე ექ-პრეზიდენტის გუნდის წვერების მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები. თავად ატამბაევს ექსპრეზიდენტის სტატუსი ჩემოერთვა, ის რიგ დანაშაულებრივ ქმედებებშია ეჭვმიტანილი, მათ შორის კორუფციაში. სახელმწიფოს ყოფილი მეთაური არაერთგზის აცხადებდა, რომ მის მიმართ ყველა ბრალდება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე