პრეზიდენტმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო 73

საქართველო, თბილისი - 16:32 | 08.08.2019
ნანახია: 671

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

"ჩემი მოვალეობაა მომავალზე ზრუნვა. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღარასოდეს განიცადოს ის რაც, 2008 წლის აგვისტოში განიცადა - ომი, რასაც შედეგად მოჰყვა დაკარგული ტერიტორიები, დაღუპული ადამიანები და მეორეს მხრივ ფიქრი იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ოკუპაცია არ დარჩეს როგორც გაყინული საკითხი“ - ჟურნალისტებთან კომენტარისას განაცხადა პრეზიდენტმა.

"ჩემი ვალია, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიფიქროთ და გამოვიყენოთ ყველა საშუალება ოკუპაციის დასაძლევად, რომ ქვეყანა გაერთიანდეს და დაუბრკოლებლად განაგრძოს მისივე არჩეული გზა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ომის საკითხი არ უნდა გახდეს საზოგადოების გახლეჩვის მიზეზი, რომ ამით ხელი არ შევუწყოთ საქართველოს მტრებს. ვინც ამწვავებს დაპირისპირებებს, ის ქმნის ქვეყნის ხვალინდელი დღის საფრთხეს გარეშე მტერთან ერთად.

ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრემიერთან და მთავრობის წარმომადგენლებთან იმყოფებოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე