კალიფორნიაში შეირაღებული თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 2 - დაიჭრა

საქართველო, თბილისი - 12:06 | 08.08.2019
ნანახია: 603

ოთხი ადამიანი დაიღუპა და ორი მძიმედ დაიჭრა კალიფორნიაში შეიარაღებული თავდასხმებისა დ ძარცვის შედეგად.

ინციდენტი ქალაქ გარდენ-გროუვში მოხდა. პოლიციის ცნობით, 33 წლის ადგილობრივმა მცხოვრებმა ერთ-ერთი საცხობის ძარცვა სცადა, შემდეგ კი გაემართა საცხოვრებელი კომპლექსისკენ, სადაც დანით ორ ადამიანს თავს დაესხა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გარდაიცვალ.

 მოგვიანებით, მამაკაცმა ორი ოფისი გაძარცვა, მძიმედ დაჭრა ქალი, შემდეგ კი ავტოგასამართ სადგურზე დანით ჭრილობები მიაყენა მამაკაცს. ამის შემდეგ ეჭვმიტანილი გაემართა მეზობელ ქალაქ სანტა-ანაში, სადაც ერთი ადამიანი რესტორანთან მდებარე ავტოსადგომზე მოკლა.

პოლიციის ცნობით, მამაკაცი მაღაზიაში შესვლის დროს დააკავეს, მას ხელში პისტოლეტი და დანა ეჭირა. დაკავებამდე მან დაცვის თანამშრომლის დაჭრა მოასწრო. დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციის განცხადებით, ძალადობის ყველა აქტი შემთხვევითი იყო. ეჭვმიტანილი არცერთ მსხვერპლს არ იცნობდა. დანაშაულის მოტივები დაუდგენელია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე