ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტის დაკავების მცდელობისას 57 ადამიანი დაიჭრა, 1 სპეცრაზმელი კი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 11:40 | 08.08.2019
ნანახია: 730

ყირგიზეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალმაზბექ ატამბაევმა ჟურნალისტებთან აღიარა, რომ მისი დაკავების მცდელობის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა.

ყირგიზეთის სპეცსამსახურებმა გუშინ საღამოს ოპერაცია დაიწყეს ექს-პრეზიდენტ ალმაზბექ ატამბაევის დასაკავებლად  მის რეზიდენციაში, სოფელ კოი-ტაშში, რომელიც დედაქალაქიდან 20 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. მათ ყოფილი პრეზიდენტის მომხრეების წინააღმდეგ, რომლებიც რეზიდენციასთან იყვნენ შეკრებილნი, რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ატამბაევის მომხრეებმა კი მათ ცეცხლი გაუხსნეს. დაიჭრა 57 ადამიანი. ერთი სპეცრაზმელი კი დაიღუპა. ექს-პრეზიდენტის დაკავება ვერ მოხერხდა.

 „ჩემს მომხრეებს შურდულებიც კი არ ჰქონდათ. ტელევიზიით ცრუ ინფორმაციებს გადასცემენ. მე ვისროლე, მაშინ, როდესაც ბიჭები მესამე სართულისკენ მოემართებოდნენ. ვცდილობდი მათთვის  არ მომეხვედრებინა“, - განაცხადა მან.

საპარლამენტო პარტია სოციალ-დემოკრატების ლიდერმა ატამბაევმა 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლება თავის მემკვიდრეს და უახლოეს თანამოაზრეს სოორონბაი ჟეენბეკოვს გადასცა. თუმცა მაელვე ექ-პრეზიდენტის გუნდის წვერების მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები. თავად ატამბაევს ექს-პრეზიდენტის სტატუსი ჩემოერთვა, ის რიგ დანაშაულებრივ ქმედებებშია ეჭვმიტანილი, მათ შორის კორუფციაში. სახელმწიფოს ყოფილი მეთაური არაერთგზის აცხადებდა, რომ მის მიმართ ყველა ბრალდება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე