თუ დიდი ნარკომოვაჭრე ხარ, თავს მოგაჭრი - ფილიპინების პრეზიდენტი

საქართველო, თბილისი - 17:54 | 07.08.2019
ნანახია: 787

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ განაცხადა, რომ მზად არის თავი მოკვეთოს ნარკომოვაჭრეებს მათი ეროვნების მიუხედავად და არ ეშინია ამისთვის ციხეში მოხვედრის. იუწყება გაზეთი Manila Bulletin-ი.

როდრიგო დუტერტემ, რომელიც პრეზიდენტად 2016 წელს აირჩიეს, ფართომასშტაბინი ბრძოლა გამოუცხადა ნარკოდამოკიდებულებსა და ნარკოტიკების გამავრცელებლებს. მსოფლიო თანამეგობრობამ არაერთგზის დაგმო ფილიპინებში ნარკოვაჭრობასთან ბრძოლის მეთოდები.

„მძულს კორუფცია და ნარკოტიკები. თუ დიდი ნარკომოვაჭრე ხარ, დამოუკიდებლად იმისა, ჩინელი ხარ იაპონელი თუ მალაიზიელი, ვაჭრობ ტონობით ნარკოტიკით, მე შენ თავს მოგაჭრი“, - განაცხადა ფილიპინების პრეზიდენტმა.

მან დასძინა, რომ მისთვის სულერთია, ამის გამო თუ კი ციხეში მოხვდება. იმ შემთხვევაში თუ ის ციხეში ჩაჯდება, საზოგადოებას სთხოვს წელიწადში ერთხელ, შობის დღესასწაულზე საჭმელი მიუტანოს.

დუტერტემ ასევე განაცხადა, რომ თუ ის უცხოელ დამნაშავეებს დააკავებს, რომლებიც ქვეყანაში ნარკოტიკებს შეიტანენ, აუცილებლად მოკლავს და მათ ცხედარს ზღვაში გადააგდებს.

მედიის ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ფილიპინებში არალეგალური ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, სამართალდამცველებმა 6 600 ეჭვმიტანილი მოკლეს, 240 500 დააპატიმრეს, კიდევ ერთ მილიონზე ადამიანი კი ხელისუფლებას ნებაყოფლობით ჩაბარდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე