უკრაინა მკაცრად გმობს 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებულ ომს - უკრაინის საგარეო უწყება

საქართველო, თბილისი - 17:30 | 07.08.2019
ნანახია: 785

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრსო 2008 წლის აგვისტოს ომის 11 წლისთავზე საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.

"უკრაინა მკაცრად გმობს 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებულ ომს. რუსეთი აგრძელებს უკანონო ოკუპაციას საქართველოს სუვერენული ტერიტორიებისა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გადაგმული ნაბიჯები ფაქტობრივი ანექსიისკენ არის მიმართული.

უკრაინა ურყევ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვიზიარებთ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით და მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთეს მომავლისკენ“.

გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ შეკავების პოლიტიკამ და რუსეთ-საქართველოს გაყინულმა კონფლიქტმა, 2014 წლის თებერვალში გზა გაუხსნა აგრესორს, ეწარმოებინა სამხედრო ოპერაცია უკრაინის წინააღმდეგ.

უკრაინა მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააგრძოლონ კონსოლიდირებული ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც მიმართული იქნება ამ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენისაკენ.

ამ მძიმე დღეებში, ჩვენ საქართველოსთან ერთად ვგლოვობთ ომის მსხვერპლთ, ვლოცულობთ მათი სულებისთვის და ვიზიარებთ ქართველი ხალხის მოუშუშებელ ტკივილს", - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე