ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით თურქეთში ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 17:03 | 07.08.2019
ნანახია: 743

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით თურქეთში ჩავიდა. ამის შესახებ თურქეთში უკრაინის ელჩი ანდრეი სიბიგა მიკრობლოგ „ტვიტერში“ წერს.

 „ზელენსკის პირველი ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო, წინ გველოდება დატვირთული პროგრამა და მნიშვნელოვანი შეხვედრები“- წერს სიბიგა.

ზელენსკი თურქეთში 8 აგვისტომდე დარჩება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თურქეთის პრეზიდენტთან რეჯებ ერდოღანთან, მსოფლიო პატრიარქ ბართლომესთან.

შეგახსენებთ, დღეს დილით ზელენსკი ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტს ესაუბრა. საუბარი შეეხეო დონეცკის ოლქში ოთხი უკრაინელი სამხედროს დაღუპვას. ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონეცკის ოლქში ვითარების გართულების შემთხვევაში, შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე