ვოლსკი კრემლის აგენტია და ის იცავს რუსეთის პოზიციას - ნათელაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:50 | 07.08.2019
ნანახია: 936

ვოლსკი კრემლის აგენტია და ის იცავს რუსეთის პოზიციას - "ლეიბორისტების" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ უფრო ვრცლად დაზვერვის რიგითი აგენტი არ იმსახურებს მსჯელობას. ასე გამოეხმაურა, შალვა ნათელაშვილი გიორგი ვოლსკის 9 პუნქტიან საბრალდებო დასკვნას.

"ბატონი ვოლსკი რჩება რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიცრად. ამიტომ ის აცხადებს და წერს იმას, რასაც ავალებს ხელმძღვანელობა მოსკოვიდან. შესაბამისად, მე შემიძლია შევაფასო, როგორც კრემლის პოზიციის გამაგრება და თანადგომა. უფრო ვრცლად დაზვერვის რიგითი აგენტი არ იმსახურებს მსჯელობას“,-აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი ვოლსკი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს ეხმიანება და წერს, რომ ომის შედეგებზე პასუხისმგებელი პირები დღესაც ცდილობენ პოლიტიკურ ასპარეზზე პოზიციების შენარჩუნებას და "ანტისაოკუპაციო" ლოზუნგებსაც გაიძახიან. ვოლსკი წერს, რომ პარტნიორი ქვეყნების მიერ დამტკიცებული სამშვიდობო გეგმა საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა და პირველმა პირმა, მიხეილ სააკაშვილმა, ჩაშალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე