უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველო, თბილისი - 15:48 | 07.08.2019
ნანახია: 720

უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მან პუტინს სთხოვა გავლენა მოახდინოს დონბასში სეპარატისტებზე, რომელთა თავდასხმას გუშინ ოთხი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა.

„რუსეთის პრეზიდენტს ვთხოვე დაუყოვნებლივ მოახდინოს ზეგავლენა მეორე მხარეზე, რათა მან შეწყვიტოს სროლა და ჩვენი ხალხის დახოცვა“ - განაცხადა ზელენსკიმ.

„თქვენ გაეცნობით პრეს-რელიზს, არ მინდა რუსეთის პრეზიდენტის ნაცვლად ვისაუბრო, თუ რას დამპირდა ის. მინდა, რომ ის სიტყვები, რაც სატელეფონო საუბარში ითქვა, ოფიციალურ ინფორმაციაში ნახოთ, და მინდა რომ ის გარკვეულ წინგადადგმულ ნაბიჯებად იქცეს“, - აღნიშნა ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, დონეცკის ოლქში ყუმბარმტყორცნებიდან განხორციელებული დაბომბვის შედეგად ოთხი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, იმის მიუხედავად, რომ მხარეები ივლისის შუა რიცხვებში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე შეთანხმდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე