შალვა აბულაძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 14:35 | 21.12.2015
ნანახია: 1645

პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ხალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ დასწრებია.
სამართალდამცავთა ინფორმაციით, 4 აპრილს, მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ გადამოწმების მიზნით მოქალაქე შალვა აბულაძე გააჩერა, რომელმაც მათ ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად ერთი პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, შალვა აბულაძემ ამავე წლის იანვარში, ლიკანში, ცეცხლი გაუხსნა ორ პოლიციელს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. ორივე მათგანი დაიჭრა, ერთი კი, მოგვიანებით გარდაიცვალა.
შალვა აბულაძე 10 აპრილს დააკავეს. მას ბრალად დასდეს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2 ეპიზოდი), პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2 ეპიზოდი), ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე