თეთრმეტი წლის შემდეგ რუსული ჯარი რჩება ქართულ მიწაზე და კონფლიქტი ჯერ კიდევ მოუგვარებელია - ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველო, თბილისი - 15:38 | 07.08.2019
ნანახია: 978

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიკრობლოგ "ტვიტერზე" 2008 წლის აგვისტოს ომის 11 წლისთავზე საქართველოს მხარდამჭერ განცხადებასა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ინე მარი ერიკსენ სორეიდეს კომენტარს ავრცელებს.

"კონფლიქტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ უნდა იქნეს დავიწყებული. თეთრმეტი წლის შემდეგ რუსული ჯარი რჩება ქართულ მიწაზე და კონფლიქტი ჯერ კიდევ მოუგვარებელია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისა და მისი საჯარისო შენაერთების საქართველოდან გაყვანისკენ", - აღნიშნულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ინე მარი ერიკსენ სორეიდეს განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე