ქაბულში აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:34 | 07.08.2019
ნანახია: 737

ქაბულში აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ 145 ადამიანი.

ძლიერი აფეთქების ხმა ავღანეთის დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში დილით გაისმა. გავრცელებული ცნობით, აფეთქდა ავტომობილი, რომლის სამიზნესაც პოლიციის განყოფილება წარმოადგენდა.

მედიის ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე