ლარი კვლავ უფასურდება

საქართველო, თბილისი - 17:16 | 06.08.2019
ნანახია: 1015

6 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9321 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.8946 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -3.75 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2840 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2312 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 5.28 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5296 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.5763 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 7 აგვისტოდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე