ეკა კვალიაშვილი გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადება - შეხვდი შობის ღამეს ქართველ ვარსკვლავებთან ერთად

საქართველო, თბილისი - 14:27 | 21.12.2015
ნანახია: 1026

„შობის ღამე დგებაო, სასწაული ხდებაო, წმინდა სანთელს ავანთებთ ფანჯრის სარკმელზედაო“,  - დღე, რომელსაც უამრავი ადამიანი ელოდება და ყველა მათგანი სასწაულის მოლოდინშია. ეს არის დღე, როცა საქართველში განსაკუთერებულად ემზადებიან. 6 იანვრის ღამეს კლუბ „ტრიუმში“ დაუვიწყარი საღამო გელოდებათ - ეკა კვალიაშვილი გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადება.

ეკა კვალიაშვილი მეგობრებთან ერთად შეასრულებს დუეტებს, სპეციალურად ამ დღისთვის ქართული ესტრადის ვარსკვლავი პირველად გააჟღერებს ახალ სიმღერებს.  

„ეს იქნება სურვილების ასრულების ღამე, ძალიან ლამაზი, თბილი, თბილისური და დასამახსოვრებელი საღამო ყველასთვის“, - გვითხრა ეკა კვალიაშვილმა.

„ტრიმფში“ შეკრებილ საზოგადოებას სიურპიზებიც ელის, თითოეული მაგიდა სანთლებით იქნება გაფორმებული და მომღერლებთან ერთად დარბაზში მყოფი სტუმრები ისეთ ცნობილ სიმღერას „თოვლის ფანტელებო“ შეასრულებენ. ამავე საღამოს გაჟღერდება საგალობლები, საახალწლო და საშობაო სიმღერები.

ასე, რომ იქ მისულ სტუმრებს ნამდვილად განსხვავებული გარემო დაგხვდებათ. საკონცერტო პროგრამა მრავალფეროვანი და განწყობა ნამდვილად სადღესასწაულო გექნებათ.

კონცერტი ეკა კვალიაშილთან ერთად მონაწილეობას თქვენთვის საყვარელი შემსრულებლები: ანსამბლი „ფორტე“, „ალილო“, კვარტეტი „თბილისი“, ჯემალ სეფიაშვილი, ნუკა კვალიაშვილი, ზურა დოიჯაშვილი, „ქართული ხმები“, ნუკრი კაპანაძე, დათო ძიძიგური, კაკი ბოლქვაძე, დათო ხუჯაძე და ბევრი სხვა მიიღებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე