დიღომში, ავტომობილი, ფეხით მოსიარულე ქალსა და მცირეწლოვანს დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 16:01 | 06.08.2019
ნანახია: 892

თბილისში, დიღომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდნენ. შემთხვევა დიღომში დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა.

შსს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალსა და მცირეწლოვანს დაეჯახა. მათივე ცნობით, ავტომანქანის მძღოლს ტერიტორია არ დაუტოვებია. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი. მედიაში გავრცელებული ცნობით, დაშავებული მცირეწლოვანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე