იაპონიაში ძლიერი სიცხის გამო 57 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 15:29 | 06.08.2019
ნანახია: 785

იაპონიაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ძლიერი სიცხის გამო 57 ადამიანი გარდაიცვალა. საავადმყოფოებში კი 18 347 ადამიანია მოთავსებული. მონაცემები საგანგებო სიტუაციების მართვის საააგენტომ გამოაქვეყნა.

დაზარალებულების უმეტესობას მძიმე დაავადებები აწუხებს. ყველაზე მეტი დაშავებული ტოკიოს საავადმყოფოებშია გადაყვანილი. დღეს დილით ტოკიოში თერმომეტრი 32,5 გრადუსს აფიქსირებდა.

იაპონიის დედაქალაქსა და მის შემოგარენში რკინიგზის რამდენიმე ხაზზე ელექტრომომარაგება გამოირთო. ელეტქრომომარგების გათიშვის გამო, ერთ-ერთ მატარებელში, სადაც კონდიციონერები არ მუშაობდა, მგზავრები შეუძლოდ გახდნენ, რომელთა უმეტესობის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე