რუსთავში, დედამ შვილი ბაღში ჩამომხრჩვალი ნახა

საქართველო, თბილისი - 14:53 | 06.08.2019
ნანახია: 1458

რუსთავში, VII მიკრორაიონში 27 წლის მამაკაცმა თავი საკუთარი ბაღის ეზოში ჩამოიხრჩო. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

მამაკაცი გუშინ საღამოს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, მოგვიანებით კი მათ დაემშვიდობა და თავის ბაღში ჩავიდა, მისივე ცნობით, გარდაცვლილი დილით დედამ ბაღში ჩამომხრჩვალი იპოვნა. სუიციდის მიზეზი უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე