ხობში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს

საქართველო, თბილისი - 13:08 | 06.08.2019
ნანახია: 760

ხობის მუნიციპალიტეტში ქურდობა მოხდა.

რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლიდან 600 ლარი და ვერცხლის სამაჯური წაიღეს. ინციდენტი გვიან ღამით მოხდა, მედიის ინფორმაცით, სახლი საქართველოს პატრულის უფროსის მოადგილის, ვაჟა სირაძის სიმამრს ლევან ქავთარაძეს  ეკუთვნის.  ქავთარაძეებს სახლის კარი ღია დარჩათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე