საქართველოში მწეველთა პროცენტული რაოდენობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია - WHO
საქართველო, თბილისი - 17:00 | 05.08.2019 ნანახია: 746ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში - ზოგადი ვითარება
26 ივლისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი, რიგით მე-7 ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც გლობალურად თამბაქოს ეპიდემიასთან ბრძოლაში მიღწეულ შედეგებს აჯამებს. ბოლო ასეთი ნაშრომი გაეროს ჯანდაცვის უწყებამ 2017 წელს გამოაქვეყნა.
ახალი ანგარიში მოწმობს, რომ მსოფლიოს მასშტაბით თამბაქოს მოწევასთან ბრძოლა მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდინარეობს. პროგრესი აშკარად სახეზეა, მაგრამ პრობლემის დასაძლევად, გაცილებით მეტი მცდელობაა საჭირო.
დღეს 5 მილიარდი ადამიანი, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 65% უკვე ისეთ ქვეყნებში ცხოვრობს, სადაც თამბაქოს მოწევაზე ერთი, ან რამდენიმე რეგულაცია მოქმედებს, ყუთებზე გაკეთებული გაფრთხილებით დაწყებული, მოწევის შეზღუდვებით დასრულებული. 10 წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, ეს ოთხჯერ მეტია. ანუ, მაშინ რეგულაციები მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 15 პროცენტს ეხებოდა. თუმცა, ანგარიში ასევე აჩვენებს, რომ ბევრ ქვეყანაში რეგულაციები ან არასაკმარისია, ან არაადეკვატური, ან ბოლომდე არ მოქმედებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 2007 წელს მოუწოდა მსოფლიოს მთავრობებს მაქსიმალურად შეეზღუდათ თამბაქოს მოხმარება, რაც საბოლოო ჯამში, ადამიანთა სიცოცხლეს გადაარჩენს, მათი ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს და სახელმწიფოს ჯანდაცვის ხარჯებს შეუმცირებს. ამისთვის გაეროს ჯანდაცვის უწყებამ რეკომენდაციების სახით, 7 სახის ეფექტური სტრატეგია შეიმუშავა და გამოსცა:
თამბაქოს მოხმარების მონიტორინგის და პრევენციის პოლიტიკა
მოსახლეობის დაცვა თამბაქოს კვამლისგან
ხალხის დახმარება მოწევისთვის თავის დანებებაში
მოსახლეობის გაფრთხილება თამბაქოს მოწევის საფრთხეებზე
შეზღუდვების დაწესება თამბაქოს რეკლამირებაზე და სპონსორობაზე
თამბაქოს პროდუქციაზე გადასახადების გაზრდა
დადებით შედეგებს შორის სახელდება ის ფაქტი, რომ მწეველთა რაოდენობამ პროცენტულად მთელი მსოფლიოს მასშტაბით იკლო. მაგრამ, მოსახლეობის ზრდასთან ერთად, მათი საერთო რაოდენობა მაინც შემაშფოთებელია. დედამიწაზე დღეს დაახლოებით 1.1 მილიარდი თამბაქოს მწეველია აქედან 80% ცხოვრობს დაბალი, ან საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში.
2017 წლის ანგარიშიდან დღემდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების დანერგვა დამატებით 36-მა ქვეყანამ დაიწყო. 14 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ყუთებზე გამაფრთხილებელი ფოტოები და ტექსტი გამოჩნდა. მთელ რიგ ქვეყნებში, თამბაქოს პროდუქციაზე გადასახადები 8 პროცენტიდან 14-მდე გაიზარდა.
ცუდია ის, რომ შვიდივე რეკომენდაცია სრულად 36-დან მხოლოდ 23 ქვეყანაში დაინერგა. დღეს მსოფლიოს 116 სახელმწიფოში ხერხდება მოწევაზე თავის დანებების ნაწილობრივი, ან სრული დაფინანსებით ხელშეწყობა. დამატებით 32 ქვეყანაში ხდება დამხმარე სერვისების შეთავაზება, თუმცა - არა მათი დაფინანსება.
საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში
საყურადღებოა, რომ ანგარიშში საქართველო სამჯერაა დასახელებული ყველაზე წარმატებულ ქვეყნებს შორის, რომელთაც 2018 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების დანერგვაში, „უმაღლესი დონის მიღწევები“ აქვთ (Countries with the highest level of achievement). კონკრეტულად, მითითებულია 3 მიმართულება: თამბაქოს მოხმარების მონიტორინგი; მედიაში წარმოებული მოწევის საწინააღმდეგო კამპანიები და შეფუთვაზე დართული გაფრთხილებები.
საქართველო სახელდება იმ 11 ქვეყანას შორის, სადაც 2018 წელს მოწევის აკრძალვა მოხდა ყველგან, სადაც რეკომენდებული იყო, გარდა ერთი ადგილისა. საქართველოს, კვიპროსის და უნგრეთის შემთხვევაში, ეს ერთი ადგილი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი. საქართველო ასევე არის იმ 9 სახელმწიფოს ჩამონათვალში, რომელთაც მხოლოდ ერთი საფეხური აცილებს თამბაქოს პროდუქციის რეკლამების სრულ აკრძალვას.
საქართველომ 2018 წლის ბოლომდე ვერ შესძლო რეგულაციების დაწესება, რათა თამბაქოს პროდუქტების შეფუთვა იყოს ბრენდის დასახელების გარეშე. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ, ბურკინა-ფასომ, ისრაელმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა კანონი მართალია მიიღეს, მაგრამ რეგულაციების არარსებობის პირობებში, მათი დანერგვა ვერ მოხერხდა. სიგარეტის ლობისტებმა ამ კანონის შემოღება საქართველოში 2021 წლის დეკემბრამდე „წარმატებით“ გადაავადეს.
და რაც ყველაზე საგანგაშოა: საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც მწეველთა პროცენტული რაოდენობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ქვეყანაში მოსახლეობის დაახლოებით 33% ეწევა, კაცებში - 57% და 13-15 წლის მოზარდებში - 12.6%. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში თამბაქოს მოწევას უკავშირდება წელიწადში 11 400 აამიანის სიკვდილი.
ანგარიშის დეტალურად გაცნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.
სტატია თავდაპირველად რადიო "ამერიკის ხმის" ქართული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა